შაბათი, 18.05.2024, 18:07
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
ჩემი პროფილი

მოგესალმები სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
მესიჯები:
პროფილი | სიახლის დამატება | გამოსვლა
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი ?
სულ პასუხი: 83
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 18:07
თქვენი IP: 3.144.39.16
თარიღი: 18.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » ანეკდოტები
16:24
ანეკდოტები


1) კახელი მრგვალ სახლს აშენებს. მეზობელი აკვირდება და ბოლოს გაკვირვებული ეკითხება:
– კი მაგრამ, რად გინდა ასეთი მრგვალი სახლი?
– სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე ჩემთვისაც გაითვალისწინეო…


2) ბაზარში ძალიან მოხუცი ბებო ყიდულობს კარტოფილს. გამყიდველი ეკითხება:
– ბებია, რამდენი კილო მოგართვათ?
– ხუთი კილო, შვილო… მაგრამ მეშინა, მაგ სიმძიმის სახლამდე მიტანას ვერ შევძლებ.
– ბებო, შენ ნუ გეშინია, ისე აგიწონი, რომ შეძლებ.



3) ბილ გეითს ფინანსური პრობლემები აქვს. აღარ იცის ფული სად წაიღოს.


4) კაცმა ალაყაფის კარზე დააწერა: „ეზოში ავი ძაღლია". მეზობელმა ჰკითხა:
– ძაღლი მოიყვანე?
– არა, ცოლს დეპრესია აქვს.


5) პატარა ბავშვი ეკითხება მამას:
– მამა ჩვენი კუ სიბერით მოკვდა?
– ჰო, შვილო, ახალგაზრდა, რომ ყოფილიყო მანქანას გადაასწრებდა.


6) პატარა ბაშვი ეუბნება დედას:
– დედიკო, მე ერთ დეიდას ფეხზე ფეხი დავაბიჯე და ბოდიში მოვუხადე. მან კი შოკოლადი მომცა.
– მადლობა ხომ უთხარი?
– არა, მეორე ფეხზეც დავაბიჯე…



7) პატარა ბავშვი მადლობას უხდის ბიძას საჩუქრისთვის:
– მადლობა, ძია, ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.
– რა ძვირფასი, შვილო, 50 თეთრიანი სტვირი გაჩუქე.
– სამაგიეროდ მეზობლები ყოველ საღამოს 2 ლარს მაძლევენ იმისათვის, რომ ამ სტვირით არ ვუსტვინო.




8) ერთ სკოლაში მივიდნენ შემოწმებაზე. უნდათ გაარკვიონ, რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპიუტერებს. შევიდნენ პირველ კლასში. ხედავენ დახურული ნოუთბუკები ფანჯრის რაფებზე ალაგია. გაუკვირდათ და ჰკითხეს მასწავლებელს:
– არ იყენებთ ამ კომპიუტერებს?
– როგორ არა, ვიყენებთ.
– შეგიძლიათ გვაჩვენოთ ?
მასწავლებელმა მიმართა ერთ მოსწავლეს:
– ხვედელიძე, აიღე პირველი რაფიდან ერთი ნოუთბუკი და მერხზე დადე.
მოსწავლე ასეც მოიქცა. ამის მერე მასწავლებელმა კლასს მიმართა:
– აბა, ბავშვებო, ვინ მიპასუხებს, ფანჯრის რაფაზე იდო ხუთი ნოუთბუკი, ერთი ნოუთბუკი გადმოვდეთ მერხზე. რამდენი დარჩა ფანჯრის რაფაზე?




9) ტიპი გოგოსთან ერთად ქუჩაში მისეირნობს. ჩაუარეს რესტორანს. გოგო ამბობს:
– უჰ, რა გემრიელი სუნი გამოდის.
– მოგეწონა? წამო, კიდე ჩაუაროთ.



10) ავტობუსში შერბის მანიაკი და ყვირის.
– ეხლა ყველას გაგაუპატიურებთ!
– მოხუცები მაინც დაინდეთ. – სთხოვა ახალგაზდრა ქალმა.
ამ დროს ამ ქალს მოუბრუნდა ხნიერი ქალბატონი:
– შვილო, ნუ გააღიზიანებ, რაკი თქვა ყველასო, ესე იგი, ასეა საჭირო…



11) მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს:
- ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა.
- არა უშავს, რომ მოვა ავდგები.




 12) პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე:
– მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს?
– შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან.
მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში:
– მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება.



13) ორი ტიპი საუბრობს:
– უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვავენ.
– კი, საგიჟეში.




14) საქათმეში დედალმა კილოგრამიანი კვერცხი დადო. შეიყარა ქვეყანა, მოვიდნენ ტელევიზიები. კორესპონდენტი ეკითხება დედალს:
– როგორ მოახერხე ამხელა კვერცხის დადება?
– საიდუმლოა.
– მომავალში რა გეგმები გაქვს?
– ვაპირებ ორ კილოგრამიანი კვერცხის დადებას.
შორიახლო მამალი ბოლთას სცემს. ეტყობა ნერვიულობს. ბოლოს მამალსაც დაუძახეს ინტერვიუს ჩასაწერად, ეკითხებიან:
– როგორ მოახერხე, რომ შენმა დედალმა ამხელა კვერცხი დადო?
– საიდუმლოა.
– რას აპირებ მომავალში?
– სირაქლემას დედა უნდა ვუტირო…



15) სვანები ლიფტში გაიჭედნენ. მაგრად ცხელა, შეწუხდნენ. ერთი ამბობს:
– უჰ, ეს კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა…


16) გლეხი დგას თავისი ნაკვეთის პირას და რაღაცას საქმიანობს. მივიდა მასთან სირბილისაგან აქოშინებული ტურისტი:
– შეიძლება თქვენს ნაკვეთზე გადავიარო? იქნებ შვიიდის თხუთმეტწუთიან მატარებელს მივასწრო!
– კი, ბატონო, გადაიარე. ოღონთ, თუ ჩემმა ბუღამ დაგინახა, მაშინ ექვსის ნახევრიანსაც მიასწრებ.



17) – გაიგე? ჭიჭიკიას ცოლი გაქცევია!
– ალბათ განიცდის, როგორ არის?
– ახლა არა უშავს, თავიდან აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა…



18)– არ იცი, ჩვენთან სამსახურში სკლეროზიანი არავინაა?
– რათ გინდა?
– ფული მინდა ვესესხო.


19) ჯარში შეტყობინება მივიდა, რომ კაპრალ შვანგირაძეს მშობლები ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა. ბაზის მეთაურმა შვანგირაძის უშუალო მეთაური დაიბარა და უთხრა:
– ახლა ერთბაშად არ მიახალო. ცოტა დელიკატურად, შეპარვით უთხარი.
წამოვიდა ოფიცერი. მოაწყო შვანგირაძის ასეული:
– ვისაც მშობლები გყავთ ერთი ნაბიჟი წინ… შვანგირაძე, შენ სადღა ეტენები…


20) მასწავლებელი ხვდება ყოფილ მოსწავლეს:
– ჩემო კარგო, რას აკეთებ, რას მოღვაწეობ?
– მეტეოროლოგი ვარ. ამინდის პროგნოზებს ვაკეთებ.
– ეჰ, არადა სკოლაში რა პატიოსანი ბიჭი იყავი…

21) ბავშვი ეკითხება მამას:
– მამა, გაჭირვებულ მეგობარს ხომ უნდა დავეხმარო.
– ხო, შვილო, უნდა დაეხმარო, მაგრამ რაღა მაიცდამაინც გაჭირვებულს უმეგობრდები.



22)- რა ვქნა არ ვიცი. ჩემმა ცოლმა გაიგო, რომ ვღალატობ.
- არა უშავს, ძლიერი ქალია…
- მეც ეგ მაშინებს.


23)დედა ეკითხება შვილს:
- კარადაში ორი ნაჭერი ტორტი იყო, ახლა ერთია. ხომ ვერ მეტყვი რატომ?
- ბნელოდა და მეორე ნაჭერი ვერ დავინახე.



24)– როგორ ფიქრობ, ვინ უფრო კმაყოფილია: კაცი – რომელსაც 6 შვილი ჰყავს, თუ კაცი – რომელსაც 6 მილიონი აქვს.
– კაცი რომელსაც 6 შვილი ჰყავს.
– რატომ?
– ექვსი მილონის პატრონს მეშვიდეც უნდა.

25) სკოლის მოსწავლეს ეკითხებიან:
– დაასახელეთ სამი მიზეზი რისთვისაც გიყვართ სკოლა.
– ივნისი, ივლისი, აგვისტო…

26) მიდის ორი ტილი. წინ ხვდებათ მესამე:
– საით გაგიწევიათ?
– ჭიჭიკიასთან.
– იქ რა გინდათ ჭიჭიკია ხომ მელოტია. ბიჭიკიასთან წადით, იმას გრძელი და ჭუჭყიანი თმები აქვს.
– ვიცით, მასთან ვცხოვრობთ. ახლა, უბრალოდ, ჭიჭიკიასთან სასრიალოდ მივდივართ.


27) კუს თავზე კრაზანამ უკბინა და დაუსივდა:
– ეჰ, დღეს გარეთ მომიწევს ღამის გათევა.


28)ადამიანს ყოველთვის სჯერა საოცრების. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანკომატში აჭერს ღილაკს „ბალანსის ნახვა".

29) კაცი საყვარელთან არის სახლში. საყვარელი სთხოვს, დანების გალესვას.
ზის კაცი და ლესავს დანას და თან ფიქრობს: „სახლში არასოდეს დანა არ გამილესია, არადა სულ გალესილებია…"

30) ზოოპარკიდან დაიკარგა დარაჯი… თუმცა, შეიძლება ლომები ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს.
 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 781 | დაამატა: TaBuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამტება