შაბათი, 18.05.2024, 20:21
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
ჩემი პროფილი

მოგესალმები სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
მესიჯები:
პროფილი | სიახლის დამატება | გამოსვლა
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი ?
სულ პასუხი: 83
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 20:21
თქვენი IP: 18.222.116.146
თარიღი: 18.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » დინამო თბილისი
21:22
დინამო თბილისი


დინამო თბილისი ჩამოყალიბდა 1925 წელს 1970 წლამდე მათ წარმატების მიხწევა სერიოზულ ჩემპიონატებში ვერ შეძლეს თუმცა 70 იანი წლებიდან თბილისის დინამო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო მისი წევრები იყვნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან


alt

დავით ყიფიანი
ალექსანდრე ჩივაძე
შოთა ხინჯაგაშვილი
თამაზ კოსტავა
დავით გოგია
ვახტამგ ქორიძე
რამაზ შენგელია
ფირუზ კანთელაძე
ვიტალი დარასელია
ვლადიმერ გუცაევი
თენგიზ სულაქველიძე
რევაზ ჩელებაძე 
ოთარ გაბელია
ნოდარ ხიზანიშვილი


alt


ამ დროს დინამოს მწვრთნელი აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცია ამ დიდი კაცის დახმარებით თბილისის დინამომ შეძლო და ორჯერ გახდა სსრკ–ს ჩემპიონი 
1981 წელს თბილისის დინამო ხდება თასთა თასის მფლობელი საკუთარ მოედანზე ამარცხებენ გერმანიის იმ დროის ყველაზე ძლიერ გუნდს კარლ ცაისს 2:1 –ს 
ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დინამო კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა 
1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ დინამო ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.
1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის დინამოსთან უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.
1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.
1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის გრევენმახერის (4:0, 2:2), ნორვეგიული მიოლდეს (2:1, 0:0) და მოსკოვის ტორპედოს (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ბოავიშტასთან მარცხდებიან (1:0, 0:5).
იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო
2004 წელს დინამომ დიდ წარმატებას მიაღწია. მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. მან ფინალში ლატვიის სკონტო დაამარცხა (3:1).
2005 წელს დინამო თბილისმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, რაც 2008 წელსაც გაიმეორა. 2009 წელს კლუბმა მეტად დრამატულ ბრძოლაში პენალტებით დაამარცხა რუსთავის ოლიმპი და საქართველოს თასს დაეუფლა. ამავე წელს დინამო 2009-10 უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშებაში, ლატვიის მეტალურგსის დამრცხების შემდეგ, სერბულ ცრვენა ზვეზდას გაეჯიბრა, თუმცა პირველი შეხვედრის მოგების მიუხედავად (2-0), ორი მატჩის ჯამში მაინც დამარცხდა (4-5).

ჯილდოები

უმაღლესი ლიგა 

გამარჯვებული (13): 1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08
ვიცე-ჩემპიონი (4): 2003-04, 2006-07, 2008-09, 2009-10
საქართველოს თასი 
გამარჯვებული (9): 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 2002-03, 2003-04, 2008-09
ფინალისტი (2): 1997-98, 2009-10
საქართველოს სუპერთასი 
გამარჯვებული (5): 1996, 1997, 1999, 2005, 2008
ფინალისტი (2): 1998, 2009.

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 
გამარჯვებული (2): 1964, 1978
ვიცე-ჩემპიონი (5): 1939, 1940, 1951, 1953, 1977
ბრინჯაოს პრიზიორი (13): 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
საბჭოთა კავშირის თასი 
გამარჯვებული (2): 1976, 1979
ფინალისტი (5)

ევროპა

უეფას თასების მფლობელთა თასი 
გამარჯვებული (1): 1980-81
თანამეგობრობის თასი 
გამარჯვებული (1): 2004
ფინალისტი (1): 1995 


დინამოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფეხბურთელები იყვნენ 

მიშა მესხი
დავით ყიფიანი
ვიტალი დარასელია
შოთა არველაძე და ა.შ.


მე მჯერა რო ქართული ფეხბურთი ერთხელ და საბოლოოდ გამოფხიზლდება და დავიბრუნებთ იმ სიძლიერეს რომელიც მოწინააღმდეგეებს თავს ახრევინებდა მოვა ახალი თაობა და აჩვენებს მთელ მსოფლიოს როგორ უნდა ნამდვილი ფეხბურთის თამაში.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1041 | დაამატა: TaBuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამტება