შაბათი, 18.05.2024, 20:23
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
ჩემი პროფილი

მოგესალმები სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
მესიჯები:
პროფილი | სიახლის დამატება | გამოსვლა
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი ?
სულ პასუხი: 83
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 20:23
თქვენი IP: 3.16.67.54
თარიღი: 18.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2011 » მარტი » 19 » GeOrGiA Vs RuSsIa
16:34
GeOrGiA Vs RuSsIa
რუსეთი 9:15 საქართველო
ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი (3 ქულა)
ლელო: დავით ზირაქაშვილი,მამუკა გორგოძე,- (10 ქულა)
გარდასახვა 2-დან-1 : მერაბ კვირიკაშვილი (2 ქულა)
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, "ერთა თასის” დასკვნით შეხვედრაში, რუსეთს სოჭში 15:9 აჯობა და წლევანდელი გათამაშება "დიდი სლემით” დაასრულა.
მასპინძლებმა "ბორჯღალოსნებს” პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, კვირიკაშვილმა და რაჩკოვმა ჯარიმები გაცვალეს და მეორე ტაიმის წინ, ანგარიში ისევ საყაიმო იყო. მაგრამ, განახლდა თუ არა შეხვედრა, ქართველმა მორაგბეებმა რუს "დათვებს” საკუთარი ნახევრიდანვე მოკლე დარტყმებით უტიეს და მეტოქის ჩეთვლის მოედანს 5 მეტრამდე მიუახლოვდნენ. იქ მასპინძლები დაჯარიმდნენ, ქართველებმა შერკინება ირჩიეს, რუსები ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ და ტექნიკური ლელოთი დაისაჯნენ, კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა - 10:3.
ამას მსაჯის გააქტიურება მოყვა, რომელმაც ჯერ დავით ზირაქაშვილი გაასინბინა, მერე კი რაჩკოვს ორი გასატანი ჯარიმა უბოძა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დააყვანინა. აქ კვლავ "ბორჯღალოსნებმა” იმძლავრეს, მეტოქეს მოლით უტიეს, ჯარიმა კარში არ დაარტყეს და აუტში გაიტანეს, მათ მიერ ატეხილ ჩხუბს სათანადო პასუხი გასცეს, მერე აუტიდან მოლი ააგორეს, რუსები საკუთარსავე ჩათვლის მოედანში სულ ძალას-ძალით შეათრეს და ლელო გაიტანეს. ბურთი ბოლოს ჯაბა ბრეგვაძეს ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ლაშა მალაღურაძეს რეალიზაცია გაუფუჭდა, საქართველოს ნაკრებმა რუსთა მარცხიანი ისტორია დაუსრულებლად გაახანგრძლივა.








ყველას გილოცავთ ამ უდიდეს გამარჯვებას !!!

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 685 | დაამატა: TaBuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამტება