შაბათი, 18.05.2024, 19:36
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
ჩემი პროფილი

მოგესალმები სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
მესიჯები:
პროფილი | სიახლის დამატება | გამოსვლა
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი ?
სულ პასუხი: 83
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 19:36
თქვენი IP: 3.136.17.105
თარიღი: 18.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » გზა უემბლიმდე
20:01
გზა უემბლიმდე
არსენალი ლიგის თასს მეხუთე რაუნდიდან ჩაერთო.
პირველივე თამაში მოსისხლე მტრის ტოტენჰემის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო მათსავე მოედანზე.
არ ჩანდა მაინცდამაინც იოლი ეს თამაში. თამაშის დაწყებიდან მე-15 წუთზე არსენალის
ერთ-ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა ჰენრი ლანსბერიმ გაიტანა. 49-ე წუთზე როი კინის საპასუხო გოლი ვიხილეთ. ძირითად დროში გოლი აღარ გასულა.
დაინიშნა დამატებითი დრო, 91 წუთზე ნასრის საჯარიმოში წესების დარღვევით ეთამაშნენ. სამირმა 11 მეტრიანი ზუსტად გაიტანა. 3 წუთის შემდეგ კი შამახთან უხეშობისთვის დადებული 11 მეტრიანიც ზუსტად შეასრულა. წერტილი ამ ყველაფერ არშავინმა დაუსვა 105-ე წუთზე.
არსენალმა პირველივე თამაში გასაოცარი შედეგით დაასრულა და მე-4 რაუნდში გაიჭრა.
 
მეოთხე რაუნდი შედარებით იოლი იყო, სენტ ჯეიმზ პარკზე ნიუკასლის წინაამდეგ ვენგერმა რათქმაუნდა უკვე ტრადიციულად გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. 45-ე წუთზე კრულმა ავტოგოლი  გაუშვა ამას მოყვა უოლკოტის გოლი 53-ე წუთზე.
82-ე წუთზე თავი ბენტნერმა გამოიჩინა, 88 წუთზე კი ტეომ დუბლი გაიფორმა.არსენალი იოლად გავიდა 1/4 ფინალში, სადაც უიგანი ელოდა.
არსენალს ლაზარეთიდან ცოტა ხნის გამოწერილი რობინ ვან პერსი კაპიტნობდა. ალკარაზმა 41-ე წუთზე ავტოგოლით დაასაჩუქრა არსნეალი, ხოლო 67-ე წუთზე თავი ისევ ბენდტნერმა გამოიჩინა.
არსენალი უკვე 1/2 ფინალში იყო.
ყველა ელოდა კენჭისყრას. არსენალს  ჩემფიონშიპში მოთამაშე იფსვიჩი ერგო. არსენალამდე ცოტა ხნით ადრე იფსვიჩი ასოციაციის თასზე 7–0 განადგურდა ჩელსისთან, ამას დაემატა მწვრთნელის, როი კინის, წასვლაც. ყველა ფიქრობდა რომ არსენალი პირველივე თამაშში მოამთავრებდა ყველაფერს. მაგრამ...
გადახალისებული შემადგენლობით საკმაოდ უსახური თამაში ვნახეთ არსენალისგან, რაც ძალიან იშვიათია. მეთოფეებს ერთ წესიერი შეტევაც კი არ ჰქონდათ გაკეთებული.
საბოლოოდ კი 79-ე წუთზე პრისკინისაგან მივიღეთ გოლი.
25 იანვარს ემირეითსზე უნდა გვეთამაშა განმეორებით მატჩი. იქ კი უკვე სრული შემადგენლობით ათამაშა ვენგერმა გუნდი. პირველ ტაიმში იფსვიჩი თავს კარგად იცავდა და უგოლოდაც ჩაამთავრეს პირველი ნახევარი. მეორე ტაიმის 10 წუთიც მიილია გოლი არ გასულა, ყველას ნერვიულობა დაეტყო, მაგრამ ბენტერმა 61-ე წუთზე შეაგდო, ამას მოყვა 64-ე წუთზე კოსიელნის ზუსტი თავური და 77-ე წუთზე სესკმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. არსენალმა 3–1
გაიმარჯვა ორი მატჩის ჯამში.


 
კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 560 | დაამატა: TaBuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამტება