შაბათი, 18.05.2024, 14:46
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
ჩემი პროფილი

მოგესალმები სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
მესიჯები:
პროფილი | სიახლის დამატება | გამოსვლა
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი ?
სულ პასუხი: 83
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 14:46
თქვენი IP: 3.145.81.232
თარიღი: 18.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » ყველას გილოცავთ ბზობას !!!
15:11
ყველას გილოცავთ ბზობას !!!
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. 

„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!", - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა" (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას".

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) 
ბზობა

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი. დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი - ტოტებს ხისას. მარტო დიდები კი არა, პატარა ბავშვებიც განსაკუთრებულ სიხარულს მოეცვა. ისინი ოსანასა და ვაშას შეძახილით მიეგებნენ მეუფეს ჰურიათას: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა რომელი ხარ მაღალთა შინა" (მთ. 21, 9).

მიუხედავად ასეთი საზეიმო შეხვედრისა, მახარებელ ლუკას თქმით, როცა მიუახლოვდა ქალაქს იესო „სტიროდა მას ზედა" (ლკ. 19, 41). რას უნდა ნიშნავდეს ძმანო უფლის ამგვარი მოქმედება? რა ატირებდა მას ერთს, როცა მის ირგვლივ მყოფთ სიხარული დაუფლებოდათ? ნუთუ მას არ ახარებდა სითბო და პატივისცემა, მასთან შეხვდრისას რომ გამოჩინეს ურიებმა?

იერუსალიმელნი მართლაც მიეგებნენ იესო ქრისტეს როგორც მეუფეს ისრაელისას. ისინი შეხვდნენ ქრისტეს, როგორც ქვეყნიურ მბრძანებელს და არა როგორც მესიას. ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაბრძანდებოდა რა დავითის ტახტზე, უპირველესად გაათავისუფლებდა მათ რომაელთა მონობისაგან, შემდეგ კი სხვა ხალხებზეც გააბატონებდა და აურაცხელ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს მოუტანდა. აი ასეთ მეუფეს ეგებებოდა იერუსალიმი. რამდენს არ ეცადა უფალი თავისი ქვეყნიური მოღვაწეობისას განეფანტა ურიებს შორის ეს მცდარი მოსაზრება, მაგრამ ხალხს სხვანაირი მეუფე და მხსნელი არ ვერ წარმოედგინა. იცოდა ეს უფალმა და კიდეც განიცდიდა. მაშინ, როდესაც ერთნი საზეიმოდ ეგებებოდნენ ძე ღვთისას როგორც საკუთარ მეუფეს, სხვები - მისი მოწინააღმდეგენი, მწიგნობრები და ფარისევლები, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ და ეძებდნენ მარჯვე მომენტს, რომ მოეკლათ> უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე ხალხი, რომელიც ეხლა ოსანასა და ვაშას შესძახოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ მას სრულიად მიატოვებდა და მისი მტრების მხარეზე დადგებოდა. იესომ იცოდა, რომ ხალხი რომელიც საზეიმოდ ეგებებოდა მას მას როგორც მეუფეს ისრაელისას, იგივე მეუფეს რამოდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სატანჯველად და სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

იესო ქრისტე უფრო შორსაც იხედებოდა: იგი წინასწარ გრძნობდა თუ როგორ შემოერტყმებოდნენ ებრაელი ხალხის მტრები, - რომაელნი, იერუსალიმს გარს, და როგორ აქცევდნენ მას ნანგრევებად, რადგან ურიანი ვერ იცნობენ ქრისტეს როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და გაიმეტებენ მას მოსაკლავად. ამიტომ ამბობდა იგი: „უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა. ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა" (ლკ. 19, 42). უწყოდა ყოველივე ეს უფალმა და ამიტომ ტიროდა. მიუხედავად საზეიმო შეხვედრისა და სიხარულისა უფალი ხედავდა ყოველივეს, რაც მათ გულში იმალებოდა. უფალი ამჩნევდა არა მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა, არამედ იმასაც, რაც იმავე ქალაქში მის წინააღმდეგ მზადდებოდა და რაც ამ ქალაქს მომავალში ელოდა.

დღეს ჩვენც ვდღესასწაულობთ საყვარელნო, ქრისტე მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შებრძანებას, დღეს ჩვენც ვეგებებით მას ბზის ტოტებით, როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და მოზეიმე იერუსალიმელთა მსგავსად ჩვენც ვუღაღადებთ მას: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა".

მაგრამ, ალბათ როგორც მოზეიმე იერუსალიმელთ, ზოგიერთს დღესაც ქრისტე ძლევამოსილ ქვეყნიურ მეუფედ წარმოუდგენია. ბევრი დღესაც უფალს მხოლოდ იმისათვის მიმართავს, რომ ქვეყნიური სიკეთე გამოსთხოვოს მას. მარტო ქვეყნიურის გამოდევნებამ კი როგორც ვიცით ურიებს უფრო დიდი სიკეთე - აღთქმული სასუფეველი ღვთისა დააკარგვინა.

ამიტომ გლოცავთ და გევედრებით, საყვარელნო, მივეგებოთ ბზის ტოტებით უფალს ჩვენსას, როგორც ჩვენს სულიერ მხსნელსა და მაცხოვარს; მივეგებოთ უფალს, როგორც მომიჭებელს საუკუნო ცხოვრებისას, მართალთათვის რომ არის განმზადებული ზეცას და ვუგალობოთ საზეიმოდ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა".




გილოცავთ ბზობას



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 555 | დაამატა: TaBuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამტება