შაბათი, 18.05.2024, 18:32
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
ჩემი პროფილი

მოგესალმები სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
მესიჯები:
პროფილი | სიახლის დამატება | გამოსვლა
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი ?
სულ პასუხი: 83
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 18:32
თქვენი IP: 3.148.115.202
თარიღი: 18.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2011 » მარტი » 16 » WwW.aLLJoIn.Tk უთანაგრძნობს იაპონიას !!!
14:02
WwW.aLLJoIn.Tk უთანაგრძნობს იაპონიას !!!
 
იაპონიაში 11 მარტს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია.
ეს მიწისძვრა უდიდესია იაპონიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში. მისი სიმძლავრე ოდნავ ჩამოუვარდება შარშან ჩილეში მომხდარ მიწისძვრას.სპეციალისტები აქტიურად მსჯელობენ ამ მიწისძვრის მიზეზებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება მთვარის მაქსიმალური მოახლოება, რომელიც 19 მარტს მოხდება.გარდა ამისა, ყველას აშფოთებს იაპონიის ატომური ელექტროსადგურების მდგომარეობა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია რეაქტორების გაციების სისტემების მოშლისა და ბირთვული საწვავის გაჟონვის შესახებ.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობებით, ერთ-ერთ ასეთ სადგურზე გამოსხივების დონე 1000-ჯერ აღემატება დასაშვებს.იაპონია, ბუნებრივი რესურსების სიმცირის გამო, დიდ ყურადღებას უთმობდა ატომურ ენერგეტიკას. გამომუშავებული ატომური ენერგიის წილი საერთო რაოდენობაში 11 % შეადგენს. ცხადია, იაპონიაში, ხშირი მიწისძვრების ქვეყანაში, დიდი ყურადღება ეთმობოდა ამ ელექტროსადგურების უსაფრთხოებას.
 როგორც ჩანს, გუშინდელი გამოცდილება კიდევ შეიტანს კორექტივებს იაპონიის ენერგეტიკის განვითარების მიმართულებებში.მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიაში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ "გაზეტა.რუ" ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
 

 

 

 

 

 

 



 
ოფიციალურად დადასტურებულია 3676 ადამიანის დაღუპვა, ხოლო დაკარგულად 7500 ადამიანი ითვლება.




კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 926 | დაამატა: TaBuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამტება